მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2023-04-13 12:00:22შემუშავებული დოკუმენტის თანახმად, ციფრულ სივრცეში ინფორმაციის გაზიარებით თინეიჯერები, განსაკუთრებით კი სექსუალური შინაარსის კორესპონდენციის („სექსტინგი“) განხორციელებისას, კარგავენ კონტროლს საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე.
სექსუალური შინაარსის მიმოწერის დროს გასათვალისწინებელი შემდეგი რჩევებით:
🔸თუ გსურთ, რომ შეამციროთ თქვენი ფოტოსურათების გავრცელების რისკები, არ გადაიღოთ ისინი, რადგან არსებობს ციფრულ მოწყობილობაში უნებართვო შეღწევის საფრთხე;
🔸არასდროს იმოქმედოთ თქვენი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აიძულოთ სხვა, რომ გამოგიგზავნოთ ინტიმური ფოტოსურათები;
თუ გამოგიგზავნიან ინტიმურ ფოტოსურათს, არ გაუზიაროთ სხვას, არამედ წაშალეთ, რათა ხელი არ შეუწყოთ მის შემდგომ გავრცელებას;
🔸თუ გამოგიგზავნიან სექსუალური შინაარსის ინფორმაციას, უთხარით აღნიშნულის შესახებ ზრდასრულ, სანდო პირს;
🔸ფოტოსურათის გაზიარებამდე ყოველთვის მიიღეთ თანხმობა იმ პირისგან, რომლის გამოსახულებაცაა მასზე აღბეჭდილი;
🔸ნებისმიერი სახის მუქარა/შანტაჟი ეწინააღმდეგება კანონს. მტკიცებულების სახით შეინახეთ მუქარის/შანტაჟის დამადასტურებელი მიმოწერა და უამბეთ აღნიშნულის შესახებ სანდო პირებს. ეს და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან იხილეთ ვრცლად: მსოფლიო პრაქტიკა 03.2023