მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2023-03-20 15:44:30ციფრული სერვისებით სარგებლობისას ბავშვის ასაკის დადასტურება ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ბავშვები ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი მომხმარებლები არიან და მათი დაცვა ციფრულ სამყაროში უმნიშვნელოვანესია.
მიუხედავად იმისა, რომ ასაკის ვერიფიკაციის ან მშობლის თანხმობის გაცემის აპრობირებული სხვადასხვა მეთოდები უკვე აქტიურად არის დანერგილი, ციფრული სერვისები კვლავ შეიცავს გარკვეულ რისკებს.
მაგალითად, უამრავი აპლიკაცია იყენებს თვითგანაცხადის მეთოდს, რომელიც არასრულწლოვნებისთვის საკმაოდ მარტივად არის დაძლევადი - მას შეუძლია, მიუთითოს მცდარი დაბადების წელი.
აღნიშნულ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ევროკავშირის დონეზე უკვე გადადგმული ნაბიჯების, ჩატარებული კვლევის შედეგებისა და განხორციელებული რიგი აქტივობების შესახებ ინფორმაცია და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან იხილეთ ვრცლად >> დაიჯესტი/ თებერვალი 2023