მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2023-02-15 10:50:59
საფრანგეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ (“CNIL”) სოციალურ ქსელი “TIKTOK”-ი ხუთი მილიონი ევროთი დააჯარიმა.
დაჯარიმების მიზეზი შემდეგნაირად განიმარტა:
- “tiktok.com”-ის მომხმარებლებს „მზა-ჩანაწერებზე“ (ე. წ. “cookies”) უარის თქმა ისევე მარტივად არ შეეძლოთ, როგორც მათზე დათანხმება;
- მომხმარებლები სხვადასხვა „მზა-ჩანაწერის“ მიზნების შესახებ საკმარისად არ იყვნენ ინფორმირებულნი.
- შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე, საზედამხედველო ორგანომ მიიჩნია, რომ “TIKTOK Information Technologies UK Limited”-მა (“TIKTOK UK”) და “TIKTOK Technology Limited”-მა (“TIKTOK Ireland”) საფრანგეთის „მონაცემთა დაცვის შესახებ“ აქტის 82-ე მუხლის მოთხოვნები დაარღვიეს.
- დაკისრებული ჯარიმის ოდენობა გამოვლენილი დარღვევების, დაინტერესებულ პირთა რაოდენობის (მათ შორის, არასრულწლოვნების) მიხედვით განისაზღვრა.
ეს და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან იხილეთ ვრცლად: დაიჯესტი - იანვარი 2023