მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2022-12-27 11:34:03ცვლილებების შემდეგ, თინეიჯერებს სოციალურ ქსელში, კონკრეტულად კი Facebook -ში ექნებათ შესაძლებლობა ინდივიდუალიზებული პარამეტრები აირჩიონ და წინასწარ განსაზღვრონ ვის შეუძლია დატოვოს კომენტარი მათ საჯარო პოსტზე, ნახოს მათი მეგობრები სია და პოსტები, სადაც მონიშნულები არიან .
განახლებების შემდგომ, Facebook-ი არ აჩვენებს მოზარდებს საეჭვო ანგარიშებს სავარაუდო ნაცნობების შეთავაზებებში.
რაც შეეხება Instagram-ს, კონფიდეციალურობის განახლებას აღნიშნული სოციალური ქსელი პირადი ანგარიშების რეგისტრაციისას აწესებს.
გარდა ამისა, Meta მუშაობს დაკარგული და ექსპლუატირებული ბავშვების ეროვნულ ცენტრთან (NCMEC), მოზარდებისთვის გლობალური პლატფორმის ასაშენებლად. პლატფორმის მიზანია მოზარდთა ინტიმური სურათების ინტერნეტში განთავსების თავიდან აცილება.
„ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ NCMEC-თან, ექსპერტებთან, მეცნიერებთან, მშობლებთან და მსხვერპლთა დამცველებთან, რომ დავეხმაროთ პლატფორმის განვითარებას, იგი უნდა პასუხობდეს მოზარდების საჭიროებებს, რათა მათ შეძლონ საკუთარი პერსონალური მონაცემების კონტროლი“, ─ განაცხადა Meta-მ .
ეს და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან იხილეთ ნოემბრისა და დეკემბრის გამოცემებში: