მსოფლიო პრაქტიკა - საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით

2022-10-27 10:39:52
ირლანდიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ - მონაცემთა დაცვის კომისიამ Instagram-ი 405 მილიონი ევროთი დააჯარიმა.

შესწავლა Instagram-ის ბავშვ მომხმარებელთა პერსონალური მონაცემების დამუშავებას – ბავშვთა ელექტრონული ფოსტის მისამართების/ტელეფონის ნომრების საჯარო გამჟღავნებას, ასევე, ბავშვთა Instagram-ის პირადი ანგარიშების ავტომატურ გასაჯაროებას ეხებოდა.

კერძოდ, Instagram-მა 13-დან 17 წლამდე ასაკის მომხმარებლებს პლატფორმაზე ბიზნეს ანგარიშების ოპერირების შესაძლებლობა მისცა. ანგარიშებში მომხმარებელთა ტელეფონის ნომრები და ელექტრონული ფოსტის მისამართები საჯაროდ ჩანდა. ასევე, პლატფორმაზე მოქმედებდა მომხმარებლის რეგისტრაციის სისტემა, რომლის მიხედვითაც, 13-დან 17 წლამდე მომხმარებელთა ანგარიშები ავტომატურად საჯარო ხდებოდა.

მონაცემთა დაცვის ევროპულ საბჭოს - EDPB-ის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება ისტორიულია არა მხოლოდ ჯარიმის სიდიდის გამო, არამედ, ასევე, იგი ევროკავშირის მასშტაბით პირველია ბავშვთა მონაცემთა დაცვის უფლებებთან დაკავშირებით.

ეს და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან, ვრცლად მოცემულ ბმულზე