მსოფლიო პრაქტიკა – საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2022-07-25 10:41:31უფრო მარტივად რომ ვთქვათ, შესაძლოა თქვენს პირად სივრცეში, მაგალითად ეზოში, დრონმა ისე გადაგიფრინოთ, რომ წარმოდგენა არ გქონდეთ რა ინტერესები აქვს დრონის ოპერატორს და რა კადრების დაფიქსირება ხდება თქვენი ნებართვის გარეშე.
სწორედ ამ რისკების გათვალისწინებით, ირლანდიის საზედამხედველო ორგანომ დრონების გამოყენებით მონაცემთა დამუშავების შესახებ სახელმძღვანელო გამოაქვეყნა.
მონაცემთა დამუშავების ყველაზე გავრცელებული საფუძვლის ─ თანხმობის გამოყენება დრონებთან მიმართებით ნაკლებად აქტუალურია, თუმცა სახელმძღვანელოს მიხედვით მიზანშეწონილია, მონაცემთა დამმუშავებლებმა გაითვალისწინონ შემდეგი რჩევები:
- კარგად გაეცნონ დრონების მართვის მარეგულირებელ კანონმდებლობას (მაგალითად, კერძო საკუთრებაში უნებართვო შეღწევის შესახებ);
- განსაზღვრონ მონაცემთა დამუშავების თავდაპირველი და შემდგომი მიზნები;
- მონაცემთა სუბიექტის მხრიდან ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, მიაწოდონ მას ამომწურავი ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების მიზნების, კანონიერებისა და სუბიექტის უფლებების შესახებ;
- გაითვალისწინოს მონაცემთა მინიმიზაციის პრინციპი, ანონიმიზაციისა და ფსევდონიმიზაციის შესაძლებლობა მონაცემთა არამიზნობრივი (გადაჭარბებული) დამუშავების ასარიდებლად.
👉 ეს და სხვა სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან იხილეთ ვრცლად მოცემულ ბმულზე