მსოფლიო პრაქტიკა - საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2022-06-14 11:17:30📝 კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა საერთაშორისო ციფრულ ბაზარზე (“App Store” და “Google Play”) არსებული ყველაზე პოპულარული 23 მობილური აპლიკაციის კონფიდენციალობის, მონაცემთა უსაფრთხოების და დამუშავების პოლიტიკის დოკუმენტები შეისწავლეს.
📲 ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ბაზარზე არსებული ჯანმრთელობის შესახებ პოპულარული მობილური აპლიკაციების უმეტესობა მომხმარებლებს კონფიდენციალობის, მონაცემთა მესამე პირებთან გაზიარების და უსაფრთხოების დაბალ სტანდარტს სთავაზობს და არ შეესაბამება მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის წესებს.
ℹ️ აღნიშნულს ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია “Privacy International”-ის მიერ ჩატარებული კვლევაც, რომლის თანახმადაც ჯანმრთელობის შესახებ აპლიკაციების 61% Facebook-ს უზიარებს მომხმარებლის შესახებ მიღებულ ინფორმაციას.
🌍 ეს და სხვა საინტერესო სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან იხილეთ მოცემულ 👉 ბმულზე