მსოფლიო პრაქტიკა - საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2022-05-17 10:27:08👦👩 სახელი, გვარი, სოციალური დაცვის ნომერი, პირადი ექიმის სახელი, ექიმთან კონსულტაციის თარიღი, ჯანმრთელობის სტატუსის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, აივ-ინფექციის, სიმსივნის, გენეტიკური დაავადების, ორსულობის და გენეტიკური მონაცემები) – საფრანგეთში 500 000-მდე ადამიანის პერსონალური მონაცემები ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდა.
❌ საფრანგეთის საზედამხედველო ორგანომ ინციდენტი შეისწავლა და კომპანია, რომელმაც მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით (GDPR) განსაზღვრული ვალდებულებები არ შეასრულა და ვერ უზრუნველყო მის ხელთ არსებული მონაცემების უსაფრთხოება, სოლიდური თანხით დააჯარიმა.
💶 ჯარიმის რაოდენობის განსაზღვრისას, საფრანგეთის საზედამხედველო ორგანომ მხედველობაში დარღვევის სიმძიმე და კომპანიის ფინანსური მდგომარეობა მიიღო.
🌍 ეს და სხვა საინტერესო სიახლეები მსოფლიო პრაქტიკიდან იხილეთ მოცემულ 👉 ბმულზე