ვიდეორგოლი - დაფიქრდი, ვიდრე პერსონალურ მონაცემებს გააზიარებ!

2022-01-28 17:48:31
ამ წუთებშიც თქვენი პერსონალური მონაცემები აქტიურად მუშავდება საჯარო, კერძო ორგანიზაციებსა, თუ ონლაინ სივრცეში. ეს პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს, თუმცა ჩვენ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებულ რისკებს ნაკლებად ვაცნობიერებთ.
დღეს, 28 იანვარს მსოფლიო პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. მისი მიზანი პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
გაიგეთ მეტი საკუთარი უფლებების შესახებ და შეიტანეთ თქვენი წვლილი ქვეყანაში პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტის ამაღლებაში!
საკუთარი და სხვების უფლებების დაცვა - ჩვენი პასუხისმგებლობაცაა.
დაფიქრდით - ვიდრე მონაცემებს გააზიარებთ.
დაინტერესდით - ვინ და რა მიზნით გთხოვთ ინფორმაციას.

⭕
საინფორმაციო ვიდეო მომზადებულია ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მხარდაჭერითა და საქართველოში ნიდერლანდების საელჩოს დაფინანსებით