მსოფლიო პრაქტიკა - საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით
2021-07-20 11:53:26
🌍მსოფლიო პრაქტიკა და გამოცდილება რომელიც გვსურს გაგიზიაროთ.
საინტერესო ფაქტები, რეკომენდაციები და მსოფლიო ტენდენციები პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით 👇
📍 გიფიქრიათ, რა ზეგავლენა შესაძლოა მოახდინოს არასრულწლოვნების პირად ცხოვრებაზე, ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, სოციალურ ქსელებსა და სათამაშო პლატფორმებზე გაცემული პერსონალური მონაცემების გამოყენებამ?
🇫🇷 გიზიარებთ, საფრანგეთის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს (CNIL) მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს ონლაინ სივრცეში ბავშვების დაცვის შესახებ;
📍 დაინტერესებულხართ რა მონაცემები იძებნება Google -ში თქვენი სახელისა და გვარის მითითებისას?

📍 რა სანქციებს ითვალისწინებს ისლანდიაში ვიდეოთვალთვალის არაკანონიერი გამოყენება?
🇮🇸 ისლანდიის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანომ სანაყინეების მფლობელი კომპანია დააჯარიმა, რომელიც დასაქმებულის სამუშაო ადგილზე, კონკრეტულად კი გამოსაცვლელ სივრცეში, ვიდეომონიტორინგის გამოყენებით მის პერსონალურ მონაცემებს ამუშავებდა. საზედამხედველო ორგანოს საჩივრით კომპანიის არასრულწლოვანმა დასაქმებულმა მიმართა.
📍 როგორ ფიქრობთ, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს პირადი მონაცემების შეცდომით გასაჯაროებას?
🇳🇴 ნორვეგიის საზედამხედველო ორგანომ სპორტის კონფედერაცია დააჯარიმა, რომელმაც სამ მილიონზე მეტი ნორვეგიელის, მათ შორის 500 000 არასრულწლოვანის პერსონალური მონაცემები შეცდომით გაასაჯაროვა.
ეს და სხვა საინტერესო სიახლეები იხილეთ 👉 ბმულზე
#დაიცავიპერსონალურიმონაცემები
#გაიზარეგამოცდილება
#მსოფლიოპრაქტიკა
#გაიგემეტი