საფინანსო ორგანიზაციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება
2020-11-19 10:00:55
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური საზოგადოებისთვის პრობლემატურ და აქტუალურ საკითხებზე გადაწყვეტილებების გამოქვეყნებას ახალი ფორმატით იწყებს.
სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებების აღნიშნული ფორმით გამოქვეყნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტების პრევენციას ისახავს მიზნად. გამოქვეყნებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად დაეხმარება კერძო და საჯარო ორგანიზაციებსაც, ვინაიდან დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციებს მსგავსი დარღვევების თავიდან ასაცილებლად.
სახელმწიფო ინსპექტორის აღნიშნული გადაწყვეტილება ერთ-ერთი საფინანსო ორგანიზაციის მიერ პერსონალური მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას შეეხება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ხშირად მომართავენ მოქალაქეები, რომლებიც საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან, სხვის მიერ აღებულ სესხთან დაკავშირებით, მათთან სისტემატურ სატელეფონო დაკავშირებაზე მიუთითებენ. სწორედ საკითხის აქტუალობის მხედველობაში მიღებით იქნა შერჩეული პირველი გადაწყვეტილება.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გადაწყვეტილებებისა და რეკომენდაციების გამოქვეყნება აქტიურად გაგრძელდება.
ფაილის ჩამოტვირთვა : საფინანსო ორგანიზაციის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შემოწმება