პირველი სახელმწიფო ინსპექტორი - თამარ ქალდანი
2019-07-12 17:56:59საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი სათავეს 2013 წლიდან იღებს. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ზედამხედველობა კი 2015 წლიდან ხორციელდება. აღნიშნულ უფლებამოსილებებს 2013-2019 წლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, ხოლო 2019 წლიდან 2022 წლამდე მისი უფლებამონაცვლე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებდა.
2013 წლიდან 2019 წლის 10 მაისამდე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, ხოლო 2019 წლის 3 ივლისამდე სახელმწიფო ინსპექტორის უფლებამოსილებებს თამარ ქალდანი ასრულებდა.
დაბადების თარიღი: 1981 წლის 23 თებერვალი
სამუშაო გამოცდილება:
ძირითადი საქმიანობა
2019 (10 მაისიდან - 3 ივლისამდე) - სახელმწიფო ინსპექტორი
2013-2019 (10 მაისამდე) - პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
2008-2013 ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე/ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის პროგრამის მენეჯერი;
2005-2007 წლებში - ფონდი ღია საზოგადოება საქართველო, სამართლის პროგრამის კოორდინატორი;
2004 წელი - კორძაძის საადვოკატო ბიურო, ადვოკატი;
2003-2004 წლებში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტის „კანონის უზენაესობა სამართლიანობისათვის“ დირექტორი;
2002 წელი - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, პროექტის „კანონის უზენაესობის სამართლიანობისათვის“ იურიდიული მრჩეველი;
2000-2001 წლებში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რეგიონების განვითარების პროექტის დირექტორი.
სხვა პროფესიული საქმიანობა
2018 წლიდან - პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი
2016 წლიდან - პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) ბიუროს არჩეული წევრი;
2016 წლიდან - ადამიანის უფლებების უწყებათშორის საბჭოში წარმოდგენილი სათათბირო ხმის უფლებით;
2014 წლიდან - პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) წევრი;
2014 წლიდან - საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის წევრი;
2013 წლიდან - კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი;
2011-2012 წლებში - საქართველოს შეფასების ასოციაციის პროექტის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2012-2014 წლების სტრატეგიული გეგმის შეფასების“ ექსპერტი;
2009-2012 წლებში - სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს იურიდიული დახმარების სამუშაო ჯგუფის წევრი;
2003-2012 წლებში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი;
2009 წელს - საქართველოს შეფასების ასოციაციის პროექტის „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2009-2011 წლების სტრატეგიული გეგმის შეფასების“ ექსპერტი;
2001-2003 და 2007-2008 წლებში - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე;
2007 წელს - ბრიტანეთის საბჭოს პროექტის „პროკურატურის რეფორმის“ ტექნიკური და საორგანიზაციო კომიტეტების წევრი;
2005-2006 წლებში - საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის საბჭოს წევრი;
2005 წელს - დემოკრატიისა და საარჩევნო დახმარების საერთაშორისო ინსტიტუტის პროექტის „დემოკრატიის შეფასების პროცესი საქართველოში“ კონსულტანტი;
2002 წელი - დემოკრატიისა და არჩევნების საერთაშორისო ინსტიტუტი, კონსულტანტი.
აკადემიური საქმიანობა
2016 წლიდან - მოწვეული ლექტორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კურსი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართალი“;
2015 წლიდან - მოწვეული ლექტორი კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლაში, კურსი „პერსონალური მონაცემების დაცვა“;
2014 წლიდან - მოწვეული ლექტორი ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, კურსი „პერსონალური მონაცემები და მათი დაცვის ინსტრუმენტები“;
2014 წლიდან - მოწვეული ლექტორი ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, კურსი „პერსონალურ მონაცემთა დაცვა“.
არის 10-მდე სახელმძღვანელოს, გამოცემისა და სტატიის ავტორი, თანაავტორი და რედაქტორი, მათ შორის სამოქალაქო განათლების მე-9 და მე-10 კლასის სახელმძღვანელოების თანაავტორი, პრაქტიკული სამართლის სახელმძღვანელოს ავტორი, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა საქართველოში“ სტატიის თანაავტორი.
განათლება:
2007-2010 წლებში - დელტის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი;
2001 წელი - აიოვას უნივერსიტეტის განათლების კოლეჯი, სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის მონაწილე;
1998 -2003 წლებში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა, მაგისტრთან გათანაბრებული.
ენები:
ინგლისური, რუსული.