პერსონალური მონაცემების ვიდეოგზამკვლევი - ჯანდაცვა და პერსონალური მონაცემები
2019-01-18 15:56:44- ჯანმრთელობა ნებისმიერი ჩვენგანისთვის განსაკუთრებული ღირებულებაა. ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია კი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს მიეკუთვნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი მათ დასაცავად გამორჩეულად მაღალი სტანდარტს აწესებს.
- ამის მიზეზი ისაა, რომ მონაცემები ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ - მათ შორის დიაგნოზი, ავადმყოფობის ისტორია, რეცეპტი თუ მკურნალობის გეგმა, შესაძლოა საკმაოდ მოცულობით და მგრძნობიარე ინფორმაციას შეიცავდეს ჩვენს პირად ცხოვრებაზე. მათი გამჟღავნებით კი სერიოზული ზიანი მოგვადგეს.
- დღეს ჩვენი ვიდეოგზამკვლევის თემაა ჯანმრთელობა და პერსონალური მონაცემები
#ჩვენიმონაცემებისდაცვა #ჩვენსინტერესშია
- ვიდეოგზამკვლევი მომზადებულია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით